- ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ახალგაზრდა ავტორის გაბრიელ შეროზიას წიგნის – „იმ ერთადერთის გარეშე“ პრეზენტაცია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცნტრის ინფორმაციით, 16 წლის გაბრიელი, საქართველოს ენების ცენტრ – ჯი ელ სის წარჩინებული მოსწავლე, აგრეთვე სწავლობდა გერმანიაში, ჰაიდელბერგის ენების აკადემიაში.
გაბრიელ შეროზია სამი წლის განმავლობაში მუშაობდა იმ ჩანახატებსა და პასაჟებზე, რომლებიც 2024 წელს აკინძა ერთ რომანად და გამოსცა პირველი წიგნის სახით – „იმ ერთადერთის გარეშე“.