1. საერთო რჩევები

უპირველეს ყოვლისა, დერეფანში უნდა მოაწყოთ “გადმოსატვირთი ადგილი” ყველა შენაშეძენისთვის, რათა დაუმუშავებელი პროდუქტებით სავსე პარკები და ჩანთები პირდაპირ სამზარეულოში არ შეიტანოთ. მაღაზიაში საყიდლებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ტილოს ჩანთა. სახლში დაბრუნებისთანავე, რეკომენდებულია იგი ცხელ წყალში გარეცხოთ და კარგად გააშროთ. დროებითი შეფუთვები აუცილებლად უნდა გადაყაროთ. დალუქულ შეფუთვებში შენახული პროდუქტები გამდინარე ცხელი წყლით უნდა გაირეცხოს.

2. ხილ-ბოსტნეულის დეზინფექცია

აქ ყველაფერი ძალიან მარტივია. ხილი და ბოსტნეული რამდენჯერმე უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში. ასევე შეგიძლიათ ჭურჭლის ჟელეთიც გარეცხოთ. ამის შემდეგ, რეკომენდებულია საწურავში ჩაალაგოთ პროდუქტი და კარგად გაავლოთ მდუღარე წყალში, რის შემდეგაც წყლის ცივი ნაკადის ქვეშ მოათავსებთ. ეს მეთოდი არ დააზიანებს პროდუქტების შიგთავსს. მთავარია, დეზინფექციის მეორე ეტაპი მკაფიოდ და სწრაფად ჩაატაროთ.

3. პურ-ფუნთუშეულის დეზინფექცია

ზოგადად, პურისა და ფუნთუშეულის შეძენა მხოლოდ ჰერმეტულ შეფუთვაშია რეკომენდებული. თუ პური მის გარეშე შეიძინეთ, ან პაკეტის მთლიანობა ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს დაირღვა, მაშინ ფქვილის ნაწარმი თერმულად უნდა დაამუშაოთ. საკმარისია იგი ოდნავ შებრაწოთ ტაფაზე, ან საცხობ ლანგარზე.

4. კვერცხის დეზინფექცია

კვერცხი ყველაზე ადვილად იწმინდება ბაქტერიებისგან. თქვენ მხოლოდ სოდიანი ხსნარის გამოყენება გჭირდებათ. როდესაც ყველა მანიპულაციას დაასრულებთ, რეკომენდებულია კვერცხი გასაშრობად დაალაგოთ და სპეციალური საშუალებების გარეშე, ხელსახოცით გაამშრალოთ.

5. მზა კერძების დეზინფექცია

პირველ რიგში, უმჯობესია საერთოდ არ შეუკვეთოთ მზა კერძები, თუ მაინც გადაწყვეტთ შეკვეთას, მაშინ მხოლოდ ჰერმეტულად დაცული შეფუთვით. მეორეც, შეფუთვის გახსნის შემდეგ, კერძი ხელახლა უნდა დამუშავდეს. არსებობს მხოლოდ ერთი სადეზინფექციო მეთოდი – განმეორებითი თერმული დამუშავება. თქვენ ასევე უნდა გაწმინდოთ შეფუთვის ყველა ელემენტი ანტისეპტიკური საშუალებებით, რომლებიც პროდუქტზე რჩება, როდესაც იგი მაგიდაზე, ან მაცივარში თავსდება.

წყარო