- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” ახორციელებს საქველმოქმედო აქციას ,”გააზიარე სითბო”, “ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ”.
“კოვიდპანდემიიდან გამომდინარე წელს გადავწყვიტეთ ამ პროექტის ფარგლებში დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ავარჩიეთ სოფელ დარჩელში მცხოვრები პაპუნა ქუთელიასა და სოფელ ახალკახათში მცხოვრები რემიკო შამათავას ოჯახები. იმისათვის, რომ ეს პროექტი არ იყოს ერთჯერადი ვიწვევთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრს ჩაერთოს ჩვენს მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო აქციაში”.-ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის”მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.