ბუნებრივი აირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზუგდიდის რვა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა


  • ბუნებრივი აირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზუგდიდის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-10, მე-12 და მუნიციპალიტეტის რუხის და ცაიშის საჯარო სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ “ზუგდიდელებთან” განაცხადა: “შემოგვივიდა შეტყობინება “სოკარ ჯორჯიასაგან”, ასევე შ.პ.ს. “საქართველოს გაზის ტრანსპორტრების კომპანიისგან, რომ ბუნებრივი აირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შეუწყდებოდა გაზის მიწოდება 18-დან 24 ნოემბრის ჩათვლით. ამიტომ ზუგდიდის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-10, მე-12 და მუნიციპალიტეტის რუხის და ცაიშის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა და 25 ნოემბერს აღდგება.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, მეორე და მეთერთმეტე საჯარო სკოლებიც გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ამ სკოლებში, სასწავლო პროცესი 27 ნოემბერს აღდგება.

რაც შეეხება, პირველ საჯარო სკოლას, სკოლა რეაბილიტაციის გამო, გადასული იყო დისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ დაწყებითი კლასები, რომელიც მეოთხე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში აგრძელებდა დასწრებით სწავლებას, კვლავ, ამავე, რეჟიმში გააგრძელებს სასწავლო პროცესს,- პირველი საჯარო სკოლის დირექცია, თავად უზრუნველყოფს ამ სკოლის იმ სასწავლო ოთახების ელექტროგამათბობლებით გათბობას, სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობენ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!