ბრიფინგი საკრებულოში: “ენმ”-ს წევრი დეპუტატები საკრებულოში დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა, კიდევ ერთხელ, მოითხოვეს საკრებულოს დროებითი კომისიის შექმნა.

დეპუტატი მაია კალანდია ამბობს, რომ ეს ბრიფინგი ფაქტიურად, არის წინა საკრებულოს სხდომის გაგრძელება, სადაც ისინი საუბრობდნენ საკრებულოში დროებითი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებული ააიპიების საქმიანობას და იმ მოცემულობას, რომლითაც ისინი არიან დღეს წარმოდგენილი.

მაია კალანდია ამბობს, რომ ააიპიებში ძალიან ბევრი არასაჭირო შტატია შექმნილი. ის ფიქრობს, რომ სწორედ ააიპიებშია ის “პანდორას ყუთი”, რომელიც უნდა გაიხსნას და გამჟღავდეს ის საიდუმლო, თუ როგორ, შესძლო “ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, “ენმ”ს დეპუტატებმა, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წერილით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს გიგა ფარულავას, სადაც მას სთავაზობენ დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას. წერილი შედგებოდა რამდენიმე პუნქტისგან, მათ შორის ძირითადი იყო საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია, ზუგდიდის ააიპიების რეორგანიზაცია, კერძო აუდიტის მოწვევა, სახელფასო ბიუჯეტის შემცირება და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის საფასურის გაუქმება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!