ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს


  • ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება. ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები განიხილავენ კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, კრიზისის მართვასა და მედეგობას, უსაფრთხოებასა და თავდაცვას, მიგრაციის გარე ასპექტებს და ბელარუსში არსებულ ვითარებას.

ევროპული საბჭო წარადგენს მითითებებს სტრატეგიული კომპასის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საერთო სტრატეგიული ხედვა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის.

ევროკავშირის საბჭო ასევე განიხილავს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მომზადებას, ბელარუსი- ევროკავშირის საზღვარზე არსებულ ვითარებას და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვარზე.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!