- დიდ ბრიტანეთში, სტოუნჰენჯის ცაზე, ფოტოგრაფებმა იშვიათი კომეტა დააფიქსირეს. კომეტა, სახელად Neowise პირველად მარტში შენიშნეს და ის იმ იშვიათ კომეტებს შორისაა, რომლის დანახვაც 21-ე საუკუნეში შეუარაღებელი თვალითაა შესაძლებელი.
კომეტა დედამიწასთან ყველაზე ახლოს 23 ივლისს იქნება. როგორც BBC წერს ის დედამიწიდან 103 მილიონი კილომეტრით იქნება დაშორებული.
ულამაზესი სანახაობა სტოუნჰენჯის ცაზე ფოტოგრაფმა ჯეფ ოვერსმა აღბეჭდა. ოვერსი ამბობს, რომ ეს გასაოცარი იყო.
ფოტოგრაფი მთელი ცხოვრებაა ვარსკვლავებს აკვირდება და ფოტოებს უღებს ციურ სხეულებს, თუმცა ამბობს, რომ მსგავსი სილამაზე არასდროს უნახავს. მეცნიერები ამბობენ, რომ კომეტა ხილული იქნება მთელი ივლისის განმავლობაში დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის.