“ბრემენელი მუსიკოსები” სასახლეში


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში გრძელდება, სასახლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საანგარიშო კონცერტების ჩვენება. ამჯერად, მაყურებლის წინაშე წარსდგა სტუდია “რიბი რაბო” სპექტაკლით, “ბრემენელი მუსიკოსები”.ნორჩი მსახიობების მიერ შესრულებულმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!