- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, 23 დეკემბერს, 14:00 საათიდან, გაიმართება მრავალფეროვანი სააახალწლო ღონისძიება.
“პატარებს სიურპრიზებთან ერთად გელოდებათ ზღაპრული მოგზაურობა”La-la land”-ის გმირებთან, მხიარულ ანიმატორებთან და რა თქმა უნდა, თავად სანტა კლაუსთან ერთად.
საშობაო ბაზრობაზე, აღმოაჩინეთ უნიკალური ხელნაკეთი აქსესუარები, სუვენირები და უგემრიელესი საახალწლო ტკბილეული თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.
სადღესასწაულო განწყობაზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და სახელოვნებო სკოლების ნიჭიერი აღსაზრდელები იზრუნებენ.”-აღნიშნულია ბოტანიკური ბაღის ფეისბუქგვერდზე.
იხილეთ ღონისძიების განრიგი:
• 14:00 – 19:00 – საშობაო გამოფენა-გაყიდვა
• 14:00 – 18:00 – საბავშვო-გასართობი ატრაქციონები
• 15:00 – 19:00 – ბატი-ბუტი და ბამბის ნაყინი
• 17:00 – 19:00 – თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები
• 17:30 – საახალწლო ილუმინაციების საზეიმო ანთება
• 17:30 – 18:30 – სადღესასწაულო კონცერტი
• 18:00 – საჩუქრების გადაცემა
23 დეკემბერს ბოტანიკურ ბაღში შესვლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.
