- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები.
ბაღში დაირგო 22 ძირი სხვადასხვა ვარდის კულტივარი. ასევე, გაითიბა მწვანე საფარი და დასუფთავდა საჩვენებელ – საკოლექციო ნაკვეთი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისს გაიხსნა და წლის ბოლომდე, ნებისმიერ სტუმარს მისი დათვალიერება უფასოდ შეეძლება.