ბოტანიკურ ბაღში ხეების სანიტარული ჭრა და გაჯანსაღების სამუშაოები ჩატარდა


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა უსაფრთხოებისა და მწვანე საფარის მოვლა-გაჯანსაღების მიზნით, სპეციალისტების ზედამხედველობით აუცილებელი სანიტარული სამუშაოები განხორციელდა.

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად მოიჭრა გამხმარი ხეები, რომელთა აღდგენა შეუძლებელი იყო და საფრთხეს უქმნიდა ინფრასტრუქტურასა და ვიზიტორებს. დაავადებული და გამხმარი ტოტებისგან გათავისუფლდა რამდენიმე ხე, რაც მათ სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ძალების აღდგენაში დაეხმარება.

ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, სანიტარული ჭრა აუცილებელი ღონისძიებაა მავნებლებისა და დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის, ასევე სტუმრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

six + six =

Akismet ანტისპამი