- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. დაზიანებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი უძველესი ჭურჭელი – ქვევრი.
“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეების მხრიდან, სხვადასხვა სახის დაზიანებები ფიქსირდება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს მოუარონ, დაიცვან და გაუფრთილდნენ ბოტანიკურ ბაღს”,-ნათქვამია განცხადებაში.