- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს ტუია სმარაგდას ხეივნების გამოხშირვა, რადგან ხნოვანების მატებასთან ერთად მჭიდროდ დარგული მცენარეები ხელს უშლის ზრდაში ერთმანეთს, რაც შემდგომში გამოიწვევს მცენარეების დაკნინებას, დაავადებას და ლანდშაპტის იერსახის დაკარგვას.
ამოღებული მცენარეების გადარგვა მიმდინარეობს ღობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეტაპობრივად გაგრძელდება სხვადასხვა ლოკაციებზე.