- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტი “ჩვენ და გარემო” აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მონაწილეები ეცნობიან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიას, მნიშვნელობას და მცენარეთა მრავალფეროვნებას.
თეორიულთან ერთად მსმენელები პრაქტიკულ სამუშაოებშიც აქტიურად ერთვებიან, მათ შორის მცენარეთა ჩარგვა, ჰერბარიუმის დამზადება და ასე შემდეგ.
ბოტანიკურ ბაღს მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგი სტუმრობდნენ.