ბოტანიკურ ბაღში, მოქალაქეებთან შეხვედრის დღეებია დაწესებული


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს, “ზუგდიდელების” ჟურნალისტებმა მოინახულეს ბაღის ტერიტორია, შეხვდნენ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელებს, მუშებს. 

დაათვალიერეს მებაღის სახლის აღდგენის პროცესი. მებაღის სახლი 30 კვადრატული მეტრია. მებაღის სახლის უკან, სადც ადრე იყო სანერგე, განთავსდება სათბური. „ზუგდიდელებთან“ საუბრობს პროექტის მენეჯერი ავთანდილ მამულაშვილი: „ამ ეტაპისთვის, ბოტანიკურ ბაღში, მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა ეკალ-ბარდისგან და მთლიანი ტერიტორიის დასუფთავება. შექმნილია კომისია, რომელიც აღრიცხავს მოსაჭრელ, გადაბერებულ ხეებს. შემდეგ კი, განხორციელდება მათი მოჭრა, განახლება და ახლით ჩანაცვლება. უკვე გაკეთდა ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი  დემონტაჟი,  ძველი საპირფარეშოების დემონტაჟი. ჩვენ, შევამოწმეთ ლაბორატორიულად მისი მდგრადობა, რომელმაც არადამაკმაყოფილებელი შედეგი დადო. ახლა ვმუშაობთ მებაღის სახლის რეაბილიტაციაზე და სათბურის მოწყობაზე. ვმუშაობთ ახალი საპირფარეშოების,  დაცვის და სალოროს ჯიხურების მშენებლობა.   ხუთშაბათობით,  12-დან 13 საათამდე, ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს მოქალაქეებთან შეხვედრა.  მოსახლეობას აინტერესებს ბოტანიკური ბაღის მუშაობის პროცესი. ამ შეხვედრებზე, მათ შეუძლიათ მიიღონ ამომწურავი იფორმაცია”.IMG_2515

მცენარეთა დაცვის განყოფილების უფროსი ლარისა თირქია ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღში გაწმენდითი სამუშაოები უსაფრთხოდ მიმდინარეობს. მისი თქმით,  საღი მცენრეები არ იჭრება,  ლარისა თირქია ამბობს, რომ იჭრება მხოლოდ და მხოლოდ არაჯანსაღი გამხმარი მცენარეები. “ხმელა იჭრება, რომელიც მთლიანად მთელი ბაღის ტერიტორიაზეა მოდებული. სარაველა მცენარეებისგან სუფთავდება ამ ეტაპისთვის ბაღი. მოვახდინეთ თითოეულ მცენარეზე დაკვირვება, რომელიც გამხმარია იმის აღრიცხვა ხდება,  დგება აქტი”.

ბოტანიკურ ბაღში გაწმენდითი სამუსაოების მიმდინარეობის პერიოდში გროვდება შეშა, ფიჩხი. როგორც, პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, გაწმენდითი სამუშაოების დამთავრების შემდეგ, შეშა გადაეცემა ზუგდიდის მერიას.IMG_2510


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!