- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გაკეთდა ღია და დახურული სადრენაჟო არხები.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დახურული არხი ბაღის 5 სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყო და ჯამურად არხის სიგრძე 180 მეტრს შეადგენს, ხოლო ღია არხი ბაღის მე-2 სექტორში გაკეთდა და მისი სიგრძე 160 მეტრია.
ბოტანიკურ ბაღში აქტიურად მიმდინარეობს მერქნიან მცენარეთათვის ხმელი და ავარიული ტოტების მოცილების სამუშაოები.
სამუშაოები ემსახურება როგორც მცენარეთა დაცვას, ასევე ვიზიტორებისა და ბაღის თანამშრომლების უსაფრთხოებას.