- ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, თურქეთის ქალაქ ერეგლის დელეგაცია სტუმრობს. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ.
უწყების ცნობით, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა შალვა აგუმავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან ერთად სტუმრებს ბაღის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერებინა.
დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ზუგდიდისა და ერეგლის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა ინვესტიციების, ეკონომიკური ურთიერთობების, კულტურისა და განათლების მიმართულებით.