ბოტანიკურ ბაღს ახალი ხეივანი შეემატა


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი ახალი, ვარდების ხეივანი-თაღედი შეემატა.

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარდების ხეივანი-თაღედი მოეწყო I სექტორის მე-40 და 41-ე თარგებს შორის მდებარე ბილიკზე.

“აღნიშნულ ლოკაციაზე 28 სახეობის 56 ერთეული სხვადასხვა ფერის ხვიარა ვარდები დაირგო. ვარდების ხეივანი აამაღლებს ბოტანიკური ბაღის ცნობადობას და გაზრდის ოჯახურ გარემოში კომფორტულად დასვენების მსურველი ვიზიტორების რაოდენობას.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!