- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, “ისტორიული ბაღების VII ევროპულ ფორუმს“ მასპინძლობს.
დღეს, ფორუმი ნიკოსეულ სასახლეში, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ გახსნა.
კონფერენციაზე სხვადასხვა ევროპული ბაღის წარმომადგენლები ერთამენთს გაუზიარებენ ბაღებში არსებულ საერთო გამოწვევებს, საშიშროებებსა და გამოცდილებას.
ღონისძიების ქალაქ ზუგდიდში ჩატარებას საფუძველი გასული წლის მაისის თვეში ჩაეყარა, როდესაც ბაღის დირექტორი შალვა აგუმავა იმყოფებოდა რიგით მეექვსე ფორუმზე იტალიის ქალაქ ფლორენციაში.
ინფორმაციისთვის: ევროპული ბაღების გაერთიანების ასოციაციის წევრობას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 2022 წელს შეუერთდა.
ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია