- 26 აპრილს ევროპული ისტორიული ბაღების დღე აღინიშნება.
ბოტანიკური ბაღი ევროპული ბაღების გაერთიანების კვირეულთან დაკავშირებით 26, 27 და 28 აპრილს სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს ყვავილების გამოფენას, ახალგაზრდა ზუგდიდელი მხატვრისა და მისი მოსწავლეების ნახატების გამოფენას, ჰერბარიუმების გამოფენას, მოსწავლეთა კონფერენციას სახელწოდებით “მდგრადი განვითარების მიზნები” და ასევე კულტურულ და საგანმანათლებლო ექსკურსიას ბოტანიკური ბაღის არტეფაქტების დარბაზში.
უწყების ცნობით, აღნიშნულო აქტივობები მნიშვნელოვანია როგორც ბაღის პოპულარიზაციისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის სასაიმოვნო გარემოს შესაქმნელად.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ევროპული ისტორიული ბაღების ასოციაციას 2022 წლიდან შეუერთდა.