“ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს”-აქცია ზუგდიდში


  • დღეს, ქალაქის ცენტრში, ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე დაწესებული ტარიფები გააპროტესტეს. აქცია ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფისა და მოძრაობა “ხმის” მიერ იყო ორგანიზებული.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერი წარწერით: “ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს”.

ინფორმაციისთვის, 1 თებერვლიდან, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტორებისთვის შესვლა ფასიანი იქნება. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 2022 წლის 1 თებერვლიდან იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:

საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი.

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები – 1 ლარი.

სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი.

ერთთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი.

სამთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი.

ექვსთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი.

ერთწლიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე 70 ლარი. ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონიმენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20ლარი.

სამთვიანი საოჯახო აბონიმენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35ლარი.

პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) – 10 ლარი.

კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) – 15 ლარი.

ფოტოსესია – 50 ლარი.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: ომის მონაწილეები, პენსიონრები, საპატიო ზუგდიდელები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000-ს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!