ამ დილით, პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან შონია, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მივიდა. დაათვალიერა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, იმყოფებოდა სარეაბილიტაციო უბნებში, გაესაუბრა სამუშაოთა მწარმოებლებს. “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” თანამშრომლებს. გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია.