- ზუგდიდს ბოტანიკური ბაღის კოლექციას ორი ახალი სახეობის მუხა შეემატა.
იმერული მუხა ( Quercus robur subsp. imeretina) შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.
სანერგეში გამოყვანილი 26 ჯანსაღი ნერგი მე-2 სექტორის N13 თარგში დაირგო. იგი 30 მეტრამდე სიმაღლის იზრდება.
კორპის მუხა (Quercus suber) — მარადმწვანე და ეგზოტიკურია. ეს ხე ცნობილია თავისი გაშლილი ვარჯითა და ღეროზე არსებული კორპის სქელი ფენით. პირველი სექტორის N16 თარგში უკვე განთავსდა 20 ერთეული ნერგი. კორპის მუხა ბაღს განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტს შესძენს წლის ნებისმიერ დროს.
