ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესარჩევი საკონკურსო კომისიისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორი კანდიდატი აირჩიეს


  • დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესარჩევი საკონკურსო კომისიისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორი კანდიდატი აირჩიეს. 

სამოქალაქო სექტორიდან ასოციაცია “მერკურის” ხელმძღვანელი ნანა თოდუა, ხოლო მედიიდან რადიო “ათინათის” დირექტორი გია ხასია.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ მიერ გადაწყვეტილი იქნა შექმნილიყო ლოგოს შესარჩევი სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მერიის, საკრებულოს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის სპეციალისტებისაგან და დანიშნულების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან.


კომენტარი

  1. მარიმი

    მოგესალმებით.
    მაინტერესებს ლოგოს შექმნის სურვილის შემთხვევაში, გამზადებული ლოგო როგორ ან სად უნდა მოგაწოდოთ?ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!