- დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესარჩევი საკონკურსო კომისიისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორი კანდიდატი აირჩიეს.
სამოქალაქო სექტორიდან ასოციაცია “მერკურის” ხელმძღვანელი ნანა თოდუა, ხოლო მედიიდან რადიო “ათინათის” დირექტორი გია ხასია.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ მიერ გადაწყვეტილი იქნა შექმნილიყო ლოგოს შესარჩევი სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მერიის, საკრებულოს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის სპეციალისტებისაგან და დანიშნულების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან.
მოგესალმებით.
მაინტერესებს ლოგოს შექმნის სურვილის შემთხვევაში, გამზადებული ლოგო როგორ ან სად უნდა მოგაწოდოთ?ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება?