დღეს, დემურიას ქუჩაზე, 47 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცეს დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ და ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს. „თი ემ’’- მა. პროექტის ღირებულებამ 1 711 630 ლარი შეადგინა. დემურიას ქუჩაზე არსებული 47 ბინიდან, 14 ერთოთახიანია, 27 კი, ოროთახიანი და 6 -სამოთახიანი.
სამოთახიანი ბინის გასაღები გადაეცა აფხაზეთიდან დევნილ ეკა ღვინჯილიას. მისი თქმით, ადრე, ოჯახთან ერთად, ქირით ცხოვრობდა, რომლის თანხას დევნილთა და განსახლების სამინისტრო იხდიდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=kJkm60EORJs[/embedyt]
მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, აღნიშნულ შენობაში დევნილები წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობდნენ, დღეს კი, მათ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბინები გადაეცათ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=AVTTPYCeZA4[/embedyt]