- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში ჩატარდა წლის მკითხველის დაჯილდოების საღამო-“ბიბლიო-2019”.
ბიბლიოთეკამ გამოავლინა და დააჯილდოვა მკითხველები ცენტრალური ბიბლიოთეკის განყოფილებებისა და საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალების მიხედვით, რომლებიც წლის განმავლობაში გამოირჩეოდნენ აქტიურობით კითხვასა და ბიბლიოთეკის სხვადასხვა აქტოვობებში ჩართულობით.
ღონისძიების ბოლოს, შეხვედრის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და წარმატებები უსურვეს.