ბიბლიოთეკაში “ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების“ და “კაჟანდიი ქერქუუს არიკის“ პრეზენტაცია გაიმართა


  • ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნების სერიის “ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების“ პირველი წიგნის “კაჟანდიი ქერქუუს არიკის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მარტის ცენტრის ინფომაციით, სერია წარმოადგენს ქართველი ენათმეცნიერების – ალექსანდრე ცაგარელის, კორნელი დანელიასა და აპოლონ ცანავას მიერ მოპოვებული XIX-XX საუკუნეების მეგრული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების გაერთიანებას. წიგნები გამოიცა მეგრულ და ქართულ ენებზე. “ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების“ სერია 10 წიგნს აერთიანებს.

მსახიობებმა ნიკოლოზ გაბელიამ და ლაშა კანკავამ დამსწრეებისთვის წიგნიდან ამონარიდები წაიკითხეს, ასევე წიგნის კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბიბლიოთეკის ფოიეში გაიმართა წიგნებისა და პრომო ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა ანსამბლ „იბერიის“ კონცერტი. შესრულდა ხალხური სიმღერები.

პროექტი ეკუთვნის კომპანია „არიკი“-ს, რომლის მიზანია ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ჩაწერილი და გამოცემული მეგრული ზღაპრებისა და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშების მკითხველთათვის ვიზუალურად საინტერესო, შემეცნებითი და მხატვრული ფორმით მიწოდება, საზოგადოებაში მეგრული ზეპირსიტყვიერებისადმი და ქართული კულტურის სუბკულტურისადმი ინტერესის გაღვივება.#არიკი

+34


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!