ბიბლიოთეკაში განხორციელდა პროექტი “ლაზური წიგნიერების დღეები”


  • 17-18 აგვისტოს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში განხორციელდა პროექტი – “ლაზური წიგნიერების დღეები“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ზუგდიდს ესტუმრნენ, როგორც სარფელი ლაზები, ისე თურქეთში მოქმედი ლაზური ენისა და კულტურის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და დამოუკიდებლად მომუშავე პირები, რომლებიც ზრუნავენ ლაზური ენის გადარჩენაზე, გამოსცემენ სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას, ქმნიან მასმედიასა და მუსიკას.

17 აგვისტოს პროექტის ფარგლებში ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ლაზური კუთხე, რომელსაც ჩამოსულმა სტუმრებმა გადასცეს ლაზური გამოცემები.

ლაზური კუთხის გახსნის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ლაზ ავტორებსა და მომღერლებთან.

საღამოს დასასრულ, მუსიკალური ნომრები შეასრულეს ლაზმა მომღერალმა ჯიჰანგირ ბილგინმა, ასევე მარიამ და ხათუნა აბაშიძეებმა.

ლაზური წიგნიერების დღეების მოდერატორი გახლდათ ფილოლოგი ნათია ფონიავა.

18 აგვისტოს სტუმრებმა დაათვალიერეს სამეგრელოს ღირშესანიშნავი ადგილები და ისტორიული ძეგლები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!