- 17-18 აგვისტოს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში განხორციელდება პროექტი – “ლაზური წიგნიერების დღეები“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ზუგდიდს ეწვევიან როგორც სარფელი ლაზები, ისე თურქეთში მოქმედი ლაზური ენისა და კულტურის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და დამოუკიდებლად მომუშავე პირები, რომლებიც ზრუნავენ ლაზური ენის გადარჩენაზე, გამოსცემენ სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას, ქმნიან მასმედიასა და მუსიკას.
17 აგვისტოს, 17:00 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ლაზური კუთხე, რომელსაც ჩამოსული სტუმრები გადასცემენ ლაზურ გამოცემებს. ასევე ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა ლაზ ავტორებსა და გამომცემლებთან.
18 აგვისტოს სტუმრები დაათვალიერებენ სამეგრელოს ღირშესანიშნავ ადგილებსა და ისტორიულ ძეგლებს.