ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ მოაწყო გასვლითი ღონისძიება მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით სოფლის საჯარო სკოლებში, კერძოდ ანაკლიასა და ორულუში. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია და ბიბლიოთეკის თანამშრომლები. შეხვედრა პედაგოგებისათვის მოულოდნელი იყო და დიდი სიხარული გამოიწვია. სტუმრებს ადგილზე შეუერთდნენ და მასპინძლობა გაუწიეს სოფლის გამგებლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა. შეხვედრამ გულთბილ, გულღია ვითარებაში ჩაიარა.