- “ბერიკაობა – სახალხო დღესასწაული“- საგანმანათლებლო პროგრამა დადიანების მუზეუმში დაიწყო.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმისა და დადიანების მუზეუმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
პროგრამა მოიცავს: მუზეუმის დათვალიერებას, ლექციას ქართული ხალხური იმპროვიზირებული ნიღბების თეატრის – „ბერიკაობის“ შესახებ, ბერიკაობის თემაზე ვიდეომასალის ჩვენებას და პრაქტიკულ ნაწილში – ბერიკულ ნიღბების შექმნას.