- ბელარუსის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა. დოკუმენტს ხელს ბელარუსის პრემიერმინისტრი, რომან გოლოვჩენკო აწერს.
სიაში შეყვანილია: ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ავსტრალიის კავშირი, კანადა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.