- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, 62 საბავშვო ბაღის 4 172 აღსაზრდელისთვის საკვები პროდუქტების განაწილება დაიწყო.
“აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი 8 სახეობის (შაქარი, პურის ფქვილი, წიწიბურა, ბრინჯი, ზეთი, კარტოფილი, პეჩენია, ვაშლი), არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ბაღის აღსაზრდელების მშობლებს შესაბამისი პირობების დაცვითა და უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით საბავშვო ბაღებიდან ურიგდებათ, სადაც აღნიშნული პროცესი მოხალისეების მიერ მკაცრად კონტროლდება”,-ნათქვამია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.