- აქციას “ღამე მუზეუმში”, დადიანების სასახლეც შეუერთდა ზუგდიდიდან აქტივობით – “ბარათები სასახლიდან”.
“მოსწავლეებს მიეწოდათ მუზეუმის ეგიდით გამოცემული ილუსტრირებული ბარათები, რომელზეც გამოხატეს ემოციური კავშირი ქართულ კუთხესთან, აფხაზეთთან და დატოვეს მომავლის გზავნილი”.-ნათქვამია დადიანების სასახლის ფეისბუქგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქცია “ღამე მუზეუმში 14 ნოემბერს დაიწყო და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.