ბაზარზე ბანანის ბიოდეგრადირებადი ფეხსაცმელი გამოჩნდა


  • ინდოელებმა, ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ბანანისგან ბიოდეგრადირებადი ფეხსაცმლის წარმოება დაიწყეს. ტრადიციულისგან განსხვავებით, ასეთი ფეხსაცმელი მაქსიმუმ, 2 წელში იშლება. ამის შესახებ ინფორმაციას ruit-inform ავრცელებს.

ფეხსაცმლის დასამზადებლად, მწარმოებლები იყენებენ წრიული ეკონომიკის მოდელს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ბანანის მოსავლის აღება ტონობით ნარჩენებს ტოვებს. შედეგად, ღეროების 40%-ის გადაყრა ხდება. ეს მაშინ, როდესაც მისი გამოყენება სრულიად შესაძლებელია, ისე რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს.

სტარტაპი თავის ბრენდის განვითრებას შემდეგი კამპანიით უწყობს ხელს : „Revalorizatuzapato – მოიტანე შენი ძველი ფეხსაცმელი“. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მწარმოებლები მომხმარებლებს სთავაზობენ ჩააბარონ საკუთარი ძველი ფეხსაცმელი და სანაცვლოდ მიიღონ 10 ევრო ახალი ბიოდეგრადირებადი ფეხსაცმლის შესაძენად.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!