ბავშვი, რომელიც ენგურში გუშინ ჩავარდა, გარდაიცვალა


  • 3 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, ანაკლიაში, მდინარე ენგურში ჩავარდა კლინიკაში გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი წყლიდან მალევე ამოიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

მისივე ინფორმაციით, ბავშვი ზუგდიდის კლინიკაში პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს, სადაც მართვითი სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.

მოგვიანებით, ბავშვის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ის ზუგდიდის კლინიკიდან რეფერალურმა ბრიგადამ ბათუმში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!