ბავშვთა დაცვის დღე დევნილთა ჩასახლებაში


ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთსულოვნება“ დევნილ ბავშვებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. დღევანდელ ღონისძიებას ბავშვები, ანიმაციური ფილმების გმირებთან ერთად ცეკვავდნენ და ლექსებს ხმამაღლა კითხულობდნენ.

თვალშისაცემი იყო  ღონისძიებების მიმდინარეობისას ფეხბურთის სტადიონზე გაკრული ბანერი შემდეგი წარწერით: “98 ბავშვი საბავშვო ბაღის მოლოდინში![embedyt] http://www.youtube.com/watch?v=21-px93xP_w[/embedyt]

არასამთავრობო ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა კახა ჯინჯოლიამ ჟურნალისტებს თავისი სურვილი გაანდო: “დღეს ვიმყოფებით დევნილთა ჩასახლებაში, მაგრამ მომავალში დღევანდელი დღე აღგვენიშნოს აფხაზეთში“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3ohGQQZZ3Uk[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!