ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია შეფერხებით მიმდინარეობს


  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისსტროს ინფორმაციით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის. სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა,”-ნათქვამია უწყების მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!