ბაგრატ რევიას სასკოლო ზარი


  • ბაგრატ რევიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლემ ავტომატური სასკოლო ზარი გამოიგონა.

ახალგაზრდა გამომგონებელი, “ზუგდიდელებთან” აღნიშნავს, “დღესდღეობით, საქართველოს სკოლებში ზარს მორიგე მასწავლებლები რეკავენ, ჩემი გამოგონება კი მათ გაუადვილებს, არც თუ ისე იოლ საქმეს მასწავლებლებს და ავტომატურად ზუსტ დროს დარეკავს ზარს. მსოფლიო გადადის ახალ ციფრული ერაში, მეც ვცდილობ, ფეხი ავუწყო მსოფლიოს ამ ტემპს. მოწყობილობაზე სამი თვეა ვმუშაობ. სკოლებში კი დანერგვას ვაპირებ, ახალი სასწავლო წლიდან. უახლოეს მომავალში, ვგეგმავ, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხითაც გარკვეული ტექნოლოგიური სიახლეები შევთავაზო ჩვენს მოსახლეობას.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!