“აჯიკის ფესტივალის” ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი ,,აჯიკის ფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდა ბრმა ტესტირებით და ათბალიანი შეფასებით. ჟიურიმ გაითვალისწინა საზოგადოების მიერ ადგილზე მიცემული ხმების რაოდენობა და სია გამოიყურება ასე: საუკეთესო ინოვაციური პროდუქტი აჯიკით: ,,ქოუნ ქალჩერ”-ნაყინი ვანილით და აჯიკით. საუკეთესო ტყემალი: ასმათ შენგელია, შაზინა თავაძე, სევერიანე ლატარია. საუკეთესო მშრალი აჯიკა: ციალა მელიქიძე, შპს ,,ლ’ჯიმ”, ალეკო აკოლაშვილი. საუკეთესო მწვანე აჯიკა: მაია კალანდია, მადონა გვასალია, თამარ ნიჟარაძე. საუკეთესო პომიდვრის საწებელი: მაია კალანდია, შაზინა თავაძე, ციალა მელიქიძე. საუკეთესო სვანური მარილი: შპს ,,ლ’ჯიმ”, შპს ,,ედნა”, სევერიანე ლატარია. საუკეთესო წითელი აჯიკა: შპს ,,ედნა”, ზურაბ კოხრეიძე და ხათუნა სალუქვაძე.
ზუგდიდში, წელს პირველად ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას ,,აჯიკის ფესტივალს“ საფუძველი ჩაეყარა.