- თიბისი დაზღვევამ ახალი აპი, „აჯენტო“ შექმნა, რომლის მეშვეობითაც დამატებითი შემოსავლის გამომუშავება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
თუ გარშემო ბევრჯერ გეკითხებიან აზრს დაზღვევასთან დაკავშირებით და ხშირად გიწევს მეგობრებისთვის რჩევების მიცემა, შეგიძლია ეს საქმე შემოსავლის წყაროდ აქციო. როცა აღმოაჩენ, რომ ვინმეს მანქანის, ბინის, კრიტიკული დაავადებების ან სიცოცხლის დაზღვევა სურს, აპის მეშვეობით გაგზავნე მისი მონაცემები, დაზღვევის შემთხვევაში კი ბონუსი დაგერიცხება.
აპლიკაციით სარგებლობა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიხშირით შეგიძლია, გამომუშავებული თანხის ოდენობა კი სრულად შენზე იქნება დამოკიდებული.
მთავარია, დაარწმუნო მეგობრები, რომ თიბისი დაზღვევასთან ერთად სანერვიულო არაფერია, რადგან დღევანდელი მონაცემებით ეს ის კომპანიაა, რომელსაც ყველაზე სწრაფი და კომფორტული მომსახურება აქვს. მაგალითად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების რეკორდული მაჩვენებელი 6 წუთია. რაც მთავარია, შენ მსგავსად, დაზღვეულიც შეძლებს ყველაფერი ციფრულად გააკეთოს, იქნება ეს პოლისის შეძენა-განახლება, ანაზღაურების მოთხოვნა-მიღება თუ სხვა.
„აჯენტო“ უკვე ხელმისაწვდომია როგორც Android, ასევე IOS მომხმარებლებისთვის.