ქუთაისში, გელათის აკადემიაში, ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ფილიალის – ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა რესპუბლიკური კონფერენცია „საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელი” წევრებმა. მათ კონფერენციაზე წარადგინეს თემა “ახალი სიცოცხლე მაჭყვადინას”, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. თემის ავტორებს: მარიამ ჯომიდავას და გიგა ბენიას, ხელმძღვანელს ნანი მოსიძეს გადაეცათ დიპლომები და წიგნები. კონფერენციაზე წლების განმავლობაში წარმატებული მონაწილეობისათვის ცალკე დიპლომით დაჯილდოვდა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე (დირექტორი ნინელი ჭითანავა). ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულმა 150 მონაწილემ.