ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის – სასახლის ბავშვთა ორგანიზაციამ „ოდაბადე’’, პროექტის „ახალი სახეები’’ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა, სასახლის ნორჩ ჟურნალისტებთან ერთად, ჟურნალისტთა კლუბის “ახალი “სარკმელი” „ “გულების ოთახში’’.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OP3E7ale6jc[/embedyt]პროექტის ფარგლებში, ამჯერად, საზოგადოების წინაშე წარსდგნენ პირველი საჯარო სკოლის მე -11 კლასის მოსწავლე თამარ კაშია და ოდიშის #1 საჯარო სკოლის მე -12 კლასის მოსწავლე ილო ბულია. ნორჩმა შემოქმედებმა თავიანთი ნაწარმოებებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხეს. შეხვედრას მუსიკალურად აფორმებდა მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ხალხური სიმღერებისა და საკრავების სტუდია.