ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლემ, დღეს, ბავშვთა თვითმმართველობა ,,ოდაბადეს” პროექტ ,,ახალი სახეების” ტრადიციული სამშაბათის შეხვედრები განაახლა. პროექტი ახალი ფორმატით წარსდგა საზოგადოების წინაშე -ამიერიდან, ის იქნება ,,ოდაბადესა” და ჟურნალისტთა კლუბ ,,სარკმელის” ერთობლივი პროექტი, რომელიც ახალი კომპონენტებით შეივსება.
დღეს ,,ახალი სახეების” ახალი სახე აბასთუმნის მეათეკლასელი მარიამ მითაგვარია იყო – თავისი გულწრფელი ლექსებით და მუსიკალური ჩანართებით. მისი ლექსები აუდიტორიის წინაშე წაიკითხეს მისმა მეგობრებმაც. შეხვედრაზე თავისი ახალი ლექსებით წარსდგნენ ახალგაზრდა პოეტთა ასოციაციის წევრებიც.
დასასრულს, მარიამმა ჟურნალისტთა კლუბის ,,სარკმელის” წევრების შეკითხვებსაც უპასუხა