- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ხიდი წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 870 000 ლარია, რომლისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. ახალი ხიდის სიგრძე 32 მეტრი იქნება.