ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორი ფორდის მარკის 18–20 კუბიანი ახალი ნაგავმზიდი მანქანა და დასუფთავების ინვენტარები შეიძინა.ეს ნაგავმზიდი მანქანები მოემსახურებიან განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლს. სანაპიროსა და ბულვარში უკვე დამონტაჟდა 50 ლიტრი მოცულობის ნაგვის ყუთები. ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე განთავსდა მოძრავი ნაგვის ყუთები. ასევე ანაკლიისა და განმუხურის ტეროტორიაზე დაიდგა ახალი ნაგვის ბუნკერები. ზაფხულის საკურორტო სეზონის მანძილზე დამსვენებლები მაქსიმალურად დასუფთავებულ გარემოში დაისვენებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტარაციულ ერთეულში დასუფთავების ინვენტარები და ბუნკერები განთავსდება.