აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე, დაინფიცირებულთა კი – 550-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით „სი-ენ-ენი“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, ვირუსი ქვეყნის 34 შტატსა და კოლუმბიის ოლქშია გავრცელებული.
აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, ქვეყანაში მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრება აეკრძალოთ.
წყარო