აშშ კიევში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დედაქალაქის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს


  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დედაქალაქის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

მათივე ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში კიევის ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო შენობებზე რუსული ავიაიერიშების საფრთხე ძალიან მაღალია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Reuters-მა აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე უახლოეს მომავალში ახალ თავდასხმებს გეგმავს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინელებს მოუწოდებს 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!