აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა არჩევნების შედეგების გადახედვაზე


  • აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად ტეხასის შტატის სარჩელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის მოთხოვნით. ამ სარჩელს მხარს უჭერენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და 17 შტატი, სადაც რესპუბლიკელები დომინირებენ. სასამართლომ დაადგინა, რომ ტეხასს არ მოეპოვება საკმარისი საფუძველი სხვა შტატებში კენჭისყრის პროცედურების გადახედვისთვის. სასამართლოში ამ გადაწყვეტილებას 9 მოსამართლიდან მხარი დაუჭირა 7-მა, მათ შორის, ტრამპის მიერ დანიშნულმა სამივე მოსამართლემ.

მოსარჩელეები ითხოვდნენ ბათილად გამოცხადებულიყო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ე.წ. სადავო შტატებში: ჯორჯიაში, ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში და გაუქმებულიყო ამ შტატებიდან საარჩევნო კოლეგიის 62 წევრის ხმები.

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ამ შტატებში კენჭისყრის შედეგებზე შესაძლოა გავლენა მოეხდინა სავარაუდო მასშტაბურ გაყალბებას საფოსტო წესით კენჭისყრის გამო. ფოსტით კენჭისყრა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოიყენებოდა. საყოველთაოდ მიიჩნევა, რომ სავარაუდო გაყალბების შესახებ ვარაუდები დაუსაბუთებელ ბრალდებებს ემყარება.

ოთხივე ზემოხსენებულ შტატში კენჭისყრის შედეგების დათვლის შედეგად გაიმარჯვა დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა. თუკი ამ შტატების შედეგები დაიბლოკებოდა, მას არ ექნებოდა უმრავლესობა საარჩევნო კოლეგიაში, რომელმაც 14 დეკემბერს უნდა აირჩიოს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი. როგორც მოსალოდნელია, ბაიდენმა კოლეგიის წევრთა 306 ხმა უნდა მიიღოს, რაც საკმარისია გამარჯვებისთვის. ტრამპს 232 ხმა ექნება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!